ოზურგეთში კოვიდინფიცირების 286 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 16133 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14641 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1396 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 112, საკარანტინე სივრცეში 189, ხოლო ბინაზე 1095 პაციენტი მკურნალობს.