ოზურგეთში კოვიდინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21421 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20609 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 716 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 58 სტაციონარშია მოთავსებული.