ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 319 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 16452 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14972 პაციენტი, გარდაცვლილია 96, ამ დროისთვის აქტიურია 1384 შემთხვევა.