ოზურგეთში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 21546 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21299 პაციენტი, გარდაცვლილია 96. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 151 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 38 კოვიდკლინიკაში მკურნალობს.