ოზურგეთში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21617 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21449 პაციენტი, გარდაცვლილია 96.