ოზურგეთში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21744 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21629 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 19 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 7 სტაციონარში, 12 კი ბინაზე მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 7 ადამიანი.
ავტორი