ოზურგეთში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21756 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21647 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 13 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 3, ბინაზე კი 10 პაციენტი მკურნალობს.