ოზურგეთში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 36 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 16 კოვიდლინიკაში მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 21899 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21767 პაციენტი, გარდაცვლილია 96.