ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21935 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21814 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 25 შემთხვევა. პაციენტებიდან 17 სტაციონარში, 8 კი ბინაზე მკურნალობს.