ოზურგეთში ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 22210 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21024 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 96 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 19 პაციენტი მკურნალობს, 77 კი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს.