ოზურგეთში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 23469 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23219 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის კი ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 154 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 27 სტაციონარში, 127 კი ბინაზე მკურნალობს.