ოზურგეთში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროის მონაცემებით, ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 131 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 17 სტაციონარში, ბინაზე კი 114 მკურნალობს.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია 23755 ინფიცირების შემთხვევა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელდა 23548 პაციენტი, გარდაიცვალა 96.