ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 57 შემთხვევა, საიდანაც 9 ინფიცირებული სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები კი ბინაზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 24252 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24099 პაციენტი, გარდაცვლილია 96.