ოზურგეთში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ბახვისა და მერიის საჯარო სკოლებში. კორონავირუსი მერიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეს და ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდათ.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ამ სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7750 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6976 პაციენტი, გარდაცვლილია 78.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 696 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 142, საკარანტინე სივრცეში 224, ბინაზე კი 330 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 158 პირი.
[sexy_author_bio]