ოზურგეთში კოვიდინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ კორონავირუსი თანაბრად არის გავრცელებული მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
“ინფიცირების შემთხვევები მომატებული გვაქვს. ცალკეულად სოფელს ან ქალაქის რომელიმე უბანს ვერ გამოვყოფ, მთლიანად არის გავრცელებული მთელ ტერიტორიაზე ინფიცირების შემთხვევები”,_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8614 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7728 პაციენტი, გარდაცვლილია 80 პაციენტი.