ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა ზოტის მიმართულებით”,_ ამბობს ჯიბუტი.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4257 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3910 პაციენტი, გარდაცვლილია 50.