ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნაგომრის საჯარო სკოლა სრულად დისტანცირებულ სასწავლო რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებაა.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის.
“რესურცესნტრი იღებს ჩვენგან რეკომენდაციებს და გაიცა რეკომენდაცია, რომ გაძლიერდეს ბავშვთა დაწესებულებებში კოვიდრეგულაციების კონტროლი, დირექციისა და რესურსცენტრის მხრიდან”,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა.