ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განაცხადა ინფიცირების შემთხვევები ხიდისთავის და გორაბერეჟოულის საჯარო სკოლებში დაფიქსირდა.
“დაფიქსირდა თითო-ოროლა შემთხვევა, მაგრამ ჯანდაცვამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო კლასი. კორონავირუსი დაუდასტურდა ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორს, თუმცა არ იმყოფებოდა მოსწავლეებთან კონტაქტში. კიდევ დაუდასტურდა გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორსაც და ასევე არ ჩათვალა საჭიროდ ჯანდაცვამ, რომ კლასი გადასულიყო ონლაინ”,_ გვითხრა სიხარულიძემ.