ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა. სამი ინფიცირებულიდან ერთი მერიის, ერთი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი, ერთი კი საკრებულოს წევრია.
ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მომხდარი საკრებულოს და მერიის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.
„მერიის მუშაობას შეფერხება არ ემუქრება“,_ განაცხადა ირაკლი კუჭავამ და აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან სხვა კოვიდდადებითთან კონტაქტი ჰქონდა. ამ დროისთვის ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ დადგენილი წესების თანახმად, ორ დღეში კოვიდტესტი ისევ უნდა ჩაიტაროს.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის მერიისა და საკრებულოს ყველა თანამშრომელი გატესტილია. ინფიცირების არცერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის და იზოლაციაშიც არავინ იმყოფება.