ოზურგეთში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7213 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6264 პაციენტი, გარდაცვლილია 76.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 873 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 172, საკარანტინე სივრცეში 272, ბინაზე კი 429 პაციენტი მკურნალობს.