სწავლის დაწყების პირველმა კვირამ ჩოხატაურის სკოლებში ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირებისა და რამდენიმე კლასის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გარეშე ვერ ჩაიარა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ დაბის პირველი საჯარო სკოლა, სამრევლო სკოლა, გუთურის საჯარო სკოლა-ის სკოლებია, სადაც რამდენიმე კლასის სწავლის ონლაინრეჟიმზე გადაყვანა მოუწიათ.
„სწავლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე სკოლაში გვაქვს ინფიცირების ცალკეული შემთხვევები. რამდენიმე კლასი გადავიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე. რადგან გვქონდა შემთხვევები, როცა ბავშვმა სახლიდან მოიტანა კორონავირუსი. დისტანციურ სწავლებაზე დაახლოებით 7 კლასია გადაყვანილი. ძირითადად, ეს ეხება დიდ სკოლებს, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან“,_ გვითხრა სიხარულიძემ.
[sexy_author_bio]