ჰონგ- კონგსა და სინგაპურში კორონავირუსის ახალი სუბვარიანტი სახელად XBB გამოჩნდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის შედეგად ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა და სინგაპურში, ორშაბათს დაფიქსირებული 4700 შემთხვევიდან სამშაბათს 11 700-ს მიაღწია.
ჯანდაცვის სფეროში ამბობენ, რომ XBB აქამდე ცნობილი კოვიდვარიანტების ყველაზე საშინელი ფორმაა, რადგან უფრო დიდი გადამდებობა ახასიათებს, ვიდრე აქამდე გავრცელებულ შტამებს. გარდა ამისა, ის წამლებით მკურნალობას უეფექტოს ხდის. მაგრამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, Pfizer-ის და Moderna-ს ახალი “ბივალენტური” კოვიდვაქცინების გამაძლიერებლები ეფექტურია მის წინააღმდეგ.
ინფორმაციისთვის, მეცნიერებმა პირველად აგვისტოში აღმოაჩინეს XBB. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ქვევარიანტიდან, რომელიც განვითარდა Omicron-ის ძირითადი ვარიანტიდან, აგროვებს უფრო და უფრო მეტ მუტაციას ვირუსის ძირითად ნაწილებზე – განსაკუთრებით სპაიკის პროტეინზე, ვირუსის იმ ნაწილზე, რომელიც ეხმარება მას შეაღწიოს და დააინფიციროს ჩვენი უჯრედები.