შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
“იმ აბიტურიენტებს რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განაცხადები მიიღება 26 აგვისტოდან 26 სექტემბრის 18 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
თანხის ჩარიცხვა განაცხადის შევსებიდან ერთი თვის განმავლობაში მოხდება”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.