ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გორაბერეჟოულის პარკის, შატოს გზის და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ უთხრა, ამ დროისთვის ტენდერი გამოცხადებულია შატოს გზისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმზე.
“ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი დადგენილ ვადებში ხორციელდება. ორპირას ბულვარის კეთილმოწყობა უკვე დავიწყეთ. რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 2 მილიონ ლარამდე ჩოხატაურისთვის. ამ პროექტის ფარგლებში გორაბერეჟოულის პარკის რეაბილიტაცია, შატოს გზის რეაბილიტაცია და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
გორაბერეჟოულის გარდა, ორივე პროექტი არის ატვირთული ტენდერზე და ველოდებით გამარჯვებულების გამოვლენას. მობილიზებულია ფინანსები და როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, დაიწყება სამუშაო პროცესები”, _ ამბობს შარაშიძე.
გასახორციელებელი სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან ჩოხატაურისთვის 2 262 000 ლარი გამოიყო.
“8 პროექტის გახორციელება გვაქვს დაგეგმილი და რვავე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, _ ამბობს შარაშიძე.
ავტორი