დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 09.05 -15.05.2022 პერიოდში საქართველოში კოვიდინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 697 პაციენტი, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი კი 0.62%-ია.