Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 183 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.35%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 178, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 72, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131, კახეთი – 79, მცხეთა-მთიანეთი – 73, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 454, აჭარაში – 464, იმერეთში – 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 9, იმერეთში – 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 – თბილისში, 343 – აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 629 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 22 715 პირი, აჭარაში – 1 821, იმერეთში – 1 288.