ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იანეულში, დაბაში, ფარცხმაში.
კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე აკეთის მცხოვრებსაც.
სულ ჩოხატაურში გამოვლენილია კორონავირუსის 1019 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 961 ადამიანი და გარდაცვლილია 12.