ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ლანჩხუთში ინფიცირების 1715 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 1582, გარდაცვლილი 17.
ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსით ინფიცირების 116 შემთხვევა.
როგორც ნატო მენაღარიშვილი ამბობს, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.