ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიაწოდეს.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2676 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2525 ადამიანი, გარდაცვლილია 23. ამ დროისთვის, აქტიურია ინფიცირების 128 შემთხვევა, თვითიზოლაციაში კი 61 პირია.