ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან 6 გურიაში გამოლინდა. ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.
ენდელაძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხევების უმეტესობა ისევ აჭარაში ფიქსირდება.
ამ დროის მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4244 ადამიანი, 50 პაციენტი კი გარდაიცვალა.