ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა დაბაში, დაბლაციხეში, შუა ფარცხმასა და ბუკისციხეში.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, კორონავირუსის 1101 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 999 ადამიანი, გარდაცვლილია 12. რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.