ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა გამოვლინდა,_ ამის შესახებ ნათქვამია „გურია ნიუსისთვის“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.
სულ ოზურგეთში გამოვლენილია კორონავირუსის 2799 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2635 ადამიანი, გარდაცვლილია 24.
რაც შეეხება ჩოხატაურში და ლანჩხუთში არსებულ ეპიდვითარებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევები გასულ 24 საათში არ გამოვლენილა.
“1484 ინფიცირების შემთხვევაა ამ დილის მონაცემით, გამოჯანმრთელებულია 1396 ადამიანი, გარდაცვლილია 15. აქტიურია ინფიცირების 73 შემთხვევა”,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ:
“კორონავირუსზე გუშინ 9 პსრ და 20 სწრაფი ტესტი ჩატარდა. ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა”.