ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 3352 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3259 ადამიანი, გარდაცვლილია 33. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 60 შემთხვევა.