ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 39 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებულთა საერთო ციფრმა კი, ჯამში, 2713 შეადგინა, საიდანაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1820-ია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 411 პირი იმყოფება. დაინფიცირებულთა ერთი ნაწილი სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობს. სამწუხაროდ, ახალმა კორონავირუსმა 28 სამტრედიელის სიცოცხლე შეიწირა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved