ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა გაუცხადა.
მისივე თქმით, ლანჩხუთში კორონავირუსის 682 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 420, გარდაცვლილია 5 ადამიანი.