ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 2262 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 1691 ადამიანი, გარდაცვლილია 23.
აქტიური 549 შემთხვევიდან კი ბინაზე 394 პაციენტი მკურნალობს, სტაციონარში 70, საკარანტინე სივრცეში კი 82 პაციენტია მოთავსებული.
თვითიზოლაციაში 72 ადამიანი იმყოფება.