მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში-445, აჭარაში- 369, იმერეთში- 295, ქვემო ქართლში- 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 66, მცხეთა მთიანეთში- 23, შიდა ქართლში- 23, კახეთში 20, სამცხე-ჯავახეთში- 18, გურიაში- 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-1.
ცნობისთვის, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.