ჩოხატაურში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა დასტურდება. 7-ვე შემთხვევა ზემო ფარცხმაშია გამოვლენილი. სულ ინფიცირებული 2 ოჯახია.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა, 7 ინფიცირებულს შორის 3 ბავშვია.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირებული ბავშვები ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რის გამოც შესაბამისი კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასულები.