საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნი აღარ გამოცხადდება და ვირუსით ინფიცირებასთან ბრძოლა წერტილოვანი შეზღუდვებით და რეგულაციების დაცვით მოხდება.
„არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“,_ განაცხადა პრემიერმა.
გახარიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
პრემიერის თქმითვე, მეორე ტალღის პირობებში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და ქვეყანას მასთან გამკლავების რესურსი გააჩნია.
პრემიერმ განმარტა ისიც, რომ მთელი მსოფლიო თანხმდება რომ პირბადე ვირუსისგან დამცავ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,ამიტომ აუცილებელია დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აუცილებელია. შესაბამისად, სრული ლოკდაუნის გამოცხადება მოსალოდელი არ არის და ამას ეკონომიკაც ვერ გაუძლებს.