ლანჩხუთში, ბოლოს 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ამ დროისთვის ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა აქტიური.
მენაღარიშვლის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტებიდან 1-ის მდგომარეობა ცოტა მძიმეა.
ასაკოვანი ქალბატონი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში მკურნალობს და სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
სულ კი ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 2285 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 2157, გარდაცვლილია 36.