ფოთში, საწარმო “აჭარა ტექსტილმა” მუშაობა დროებით შეაჩერა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” აღნიშნული საწარმოს დირექტორმა დაუდასტურა.
როგორც გია ლომინაძემ განაცხადა,მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.
“ინფიცირებულია, დაახლოებით, 30 თანამშრომელი”,-ამბობს “გურია ნიუსთან”ლომინაძე.
ლომინიაძის ინფორმაციითვე, ფოთში ისინი მუშაობას, სავარაუდოდ, 11 აპრილიდან განაახლებენ.