გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საბავშვო ბაღის პედაგოგს, მაია ეზიეშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ქალბატონ მაიას დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია უარყო და გაკვირვებულიც კი დარჩა.
„დამიდასტურდა? ანალიზი არ ჩამიბარებია და პასუხი როგორ დაფიქსირდებოდა“, _ გვითხრა მან.