გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, რომლის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28-29 ივლისს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 42 გრადუსს მიაღწიოს, მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.