19 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ასევე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების საკითხები.(დადგენილება იხილეთ თანდართულად)
აღნიშნული დადგენილების შესაბამისად პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ გააშუქონ საარჩევნო პროცესი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცესი, 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: observation@cec.gov.ge.
ელექტრონული ფოსტის მისამართზე განცხადება და შესაბამისი თანდართული საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტების სკანირებული ვერსიების სახით.