მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან და ინსპექტირების ჯგუფთან ერთად, ფარცხმისა და ზომლეთის ტერიტორიულ ერთეულებში იმყოფებოდა. მერმა, ფარცხმაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და ხანის უბანში ბეტონის ასასვლელის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.
ზომლეთში, სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარისათვის მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. მერმა, ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 844769 ლარს შეადგენს.
(R)