ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Intel-ი რუსეთს და ბელორუსს პროდუქციას აღარ მიაწვდის. – ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ განცხადებას ვებ გვერდზე ავრცელებს.
ასევე განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კომპანიამ უკვე შეაგროვა $1.2 მილიონი და აგრძელებს უკრაინელი დევნილების დახმარებას პოლონეთში, რუმინეთსა და გერმანიაში.
“ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ვაჩერეთ მიწოდებას როგორც რუსეთში, ასევე ბელორუსში. ჩვენი აზრები ყველა იმ პირთანაა, ვინც ამ ომმა დააზარალა, მათ შორის უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მაცხოვრებლებთან, მათთან, ვისაც ჰყავს ოჯახები, მეგობრები და ახლობლები ამ რეგიონში.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამშრომელს ამ რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით მათ, ვისაც მჭიდრო კავშირი აქვს ამ რეგიონთან. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლების შემოწირულობისა და შესაბამისი კამპანია ინტელის ფონდის მეშვეობით, რომელმაც უკვე შეაგროვა 1,2 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება და ჩვენ ვამაყობთ იმ მუშაობით, რასაც ჩვენი გუნდი მიმდებარე რეგიონებში, მათ შორის პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში ლტოლვილების დასახმარებლად აკეთებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ხალხისა და გლობალური საზოგადოების თანადგომას, ამ ომის დაუყონებლივ შეწყვეტისა და მშვიდობის სწრაფი დაბრუნების მოწოდებაში.“ – წერია განცხადებაში.