ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტია) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.































































