ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი არ არის ჩინეთში შექმნილი მდგომარეობა, არამედ მიზეზია ის, რომ ვირუსი სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება.
ამ დროისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 213-მდეა გაზრდილი.
ვირუსის გავრცელების 98 შემთხვევაა გამოვლენილი სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.