_ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე, მრავალი წელია ერთი ბიჭი მუშაობს. ტვირთის გადაზიდვა თავიდან ზურგით დაიწყო, შემდეგ კი თავზე შემოდობას მიეჩვია და ახლა ხშირად 50 კილოგრამიანი ტომარაც მიაქვს.
_ამ დილით ტომარა ისე დაიდო თავზე და წაიღო, შევყვირე, კისერი არ მოიტეხო-თქო. თუმცა, დამამშვიდა, გავარჯიშებული მაქვს , არ ინერვიულო, ალეკო ვარ, ღელეყვაო, – გვატყობინებს პედაგოგი, ეკოდამცველი ირმა გორდელაძე.
ოზურგეთელი მშრომელი კაცი, რომელიც თავის თავს ტვირთმზიდ „კინტოს“ ეძახის, ამ დროისთვის გამალებულ სრომაშიადა უკვე მრავალი ტომარაც აქვს დანიშნულების ადგილზე მიტანილი, თავის მოშველიებით.