ცოტა ხნის წინ კომპანია „Microsoft“–ში განაცხადეს, რომ ბრაუზერ „Internet Explorer“–ის მუშაობა „Windows 10“–ის მომხარებლებისთვის 2022 წლის 15 ივნისს შეწყდება. ამის შემდეგ ბრაუზერი მხოლოდ „Windows 10 LTSC“–ის კორპორატიულ ვერსიაში იმუშავებს.
„Microsoft“-ში აცხადებენ, რომ კომპანიის სხვა ბრაუზერს – „Edge“-ს შეუძლია დაძველებული ვებგვერდებისა და აპლიკაციების ასახვა, ამიტომ „Internet Explorer“-ის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არსებობს.
ბრაუზერი „Internet Explorer“-ი 1995 წელს გაჩნდა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერი იყო. ბაზარზე „Internet Explorer“-ის წილი „Mozilla Firefox“-ისა და „Chrome“-ის გამოჩენის შემდეგ შემცირდა. 2009 წელს „Internet Explorer“-ის წილი 60%-ს, 2012 წელს – 30%-ზე ნაკლებს, 2016 წელს კი 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
ბრაუზერის ბოლო სრულყოფილი ვერსია, „Internet Explorer 11“ სისტემა „Windows 8“-სთან ერთად, 2013 წელს გამოვიდა. „Windows 10“-ში მომხმარებლებს სტანდარტულ ბრაუზერად უკვე „Microsoft Edge“ შესთავაზეს.
[sexy_author_bio]